მოლდოვას პრემიერი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაკეტის ჩამოვარდნის ფონზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს

მოლდოვა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნის ფონზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა.

"შემატყობინეს, რომ მესაზღვრეებმა რაკეტის ნაწილები აღმოაჩინეს ბრიჩანის მახლობლად. სასაზღვრო პოლიციამ გააძლიერა კონტროლი, რაკეტის ჩამოვარდნის ზონა შემოსაზღვრულია. გარდა ამისა, Moldelectrica ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის შესახებ გვაფრთხილებს", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მოლდოვა გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს.

"მე და ჩემი კოლეგები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვითარება იყოს კონტროლირებადი და თავიდან ავიცილოთ სიტუაციები, რომლებიც სარისკოა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გავრილიცამ.

დღეს უკრაინის მისამართით განხორციელებული მასშტაბური რუსული სარაკეტო დარტყმების შემდეგ, მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა. 

მედიის ცნობით, რაკეტები საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ბრიჩანისთან პატრულირების დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები