კობა ხაბაზი - ამათ რომ უწოდებს ღარიბაშვილი, ფულის გულისთვის არიან ისინი აქ, არარაობაა ის და კაცის კაცია, კაცუნაა, მონის მონაა

ამათ რომ უწოდებს ღარიბაშვილი, ფულის გულისთვის არიან ისინი აქ, არარაობაა ის და კაცის კაცია, კაცუნაა, მონის მონაა, -  ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა პოლიტიკოსმა კობა ხაბაზმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამაზრზენი იყო საქართველოს პრემიერის დღევანდელი გამოსვლა, რომლითაც  განუზომელი შეურაცხყოფა მიაყენა  უკრაინაში ქართველ მებრძოლებს. 

"მინახავს ამპუტირებული ხელი, მინახავს ამპუტირებული ფეხი, მაგრამ ამპუტირებულ სულზე უარესი არაფერია. მართლა ამაზრზენი იყო ღარიბაშვილის გამოსვლა. 

კობა ხაბაზზე რაც უნდა თქვას, მაგრამ ამ ბიჭებზე რომ იტყვის,  ფულის გულისთვის არიან აქ ჩამოსულიო,  სანგრებში ათენებენ ღამეს,  ყველას თავთან ჯავშანჟილეტი,  ჩაფხუტები, ავტომატები უდევთ, ყოველ წუთს არის მოსალოდნელი თავდასხმა. ყოველ წუთს ჩვენი ბიჭები გასული არიან წინა ხაზზე და რისკავენ საკუთარი სიცოცხლით. ამათ რომ უწოდებს ღარიბაშვილი,  ფულის გულისთვის არიან ისინი აქ, არარაობაა ის და კაცის კაცია,  კაცუნაა, მონის მონაა. პუტინის მონის მონების მმართველობა დადგა ჩვენს ქვეყანაში. 

ამათზე იტყვის ვინმე,  რომ ფულის გულისთვის ომობენო? ყველა მათგანს სამშობლო უყვარს უზომოდ.

ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, მერაბ კოსტავას შვილობილი ვიყავი, მეგონა,  სამშობლო ყველაზე მეტად მიყვარდა. ამ ბიჭებს რომ ვუყურებ, მგონია,  რომ ამათ სიყვარულთან შედარებით არაფერია ჩემი სიყვარული“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები