ანდრეი კასიანოვი - ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან, მათი ხსოვნა მუდამ დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

"დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ, როგორც უკრაინის ისე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან. ისინი იბრძვიან არამხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და დღესაც ისინი სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინული შეიარაღებული ძალების დღეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესასწაული 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების გარდაცვალებამ დაჩრდილა. ესენი არიან -ავთო რურუა, რონალდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია. ჩვენ თავებს ვხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე ჩვენი საერთო მოღალატე მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა მუდამ დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში. ყველა დამსწრეს ვთხოვ შემომიერთდნენ და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ხსოვნას. დავანთოთ სანთლები მათი ხსოვნის პატივსაცემად“, - განაცხადა კასიანოვმა.

მისივე თქმით, უკრაინას სხვისი მიწა არ სჭირდება, მაგრამ საკუთარს არ დათმობს. 

"ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით მიტაცებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ყოველი მეტრის დეოკუპაციას", - აღნიშნა კასიანოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები