ლევან ღამბაშიძე - ჰგონიათ, რომ ამასაც ისე გადააგორებენ, როგორც ყველა სკანდალი გადააგორეს, რაც მათ დამართნიათ

ვერ ხვდებიან, რომ სააკაშვილის დაღუპვა მათთვის იქნება სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ვერ მართავ ქვეყანას, რომელშიც შენ მოკალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰგონიათ,  რომ მესამე პრეზიდენტის ამბავსაც ისე გადააგორებენ, როგორც აქამდე სხვა მრავალი სკანდალი გადაუგორებიათ. 

"ვერ ხვდებიან, რომ სააკაშვილის დაღუპვა მათთვის იქნება სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ვერ მართავ ქვეყანას, რომელშიც შენ მოკალი პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენდა მოსახლეობის დიდ ნაწილს. შესაბამისად, ვინ რას გააკეთებს და მოიმოქმედებს, ისტორია აბსოლუტურად სხვადასხვა სცენარებს გვთავაზობს ხოლმე. თუ ჰგონიათ,  რომ ასე იცხოვრებენ,  თბილისში ჩვეულებრივად ივლიან? პარლამენტში დადიან დაცვასთან ერთად და ადამიანის მოკვლის შემდეგ ივლიან თბილისში ჩვეულებრივად ყავაზე და ოჯახის წევრები იცხოვრებენ ბედნიერად? ვის უცხოვრია ასეთი საქციელის ჩადენის შემდეგ? დაუჯერებელია ჩემთვის, რომ ამდენად ვერ იაზრებენ რას აკეთებენ და მზად არიან ბოლომდე წავიდნენ ამ თამაშში? ჰგონიათ, რომ ამასაც ისე გადააგორებენ, როგორც ყველა სკანდალი გადააგორეს, რაც მათ დამართნიათ“, - განაცხადა ლევან ღამბაშიძემ

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები