პატრიარქი ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 3 დეკემბერს, ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოსვენება ქალაქ ბახმუტიდან მეოთხე დღეა, ვერ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები