ანა წითლიძე - შევთანხმდით, რომ თუ სააკაშვილი გაიწირება, "ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც

შევთანხმდით, რომ თუ სააკაშვილი გაიწირება, "ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტია ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ პროცესი გაიწელება, ამ შემთხვევაში დაიწყებენ საპროტესტო მოძრაობას. 

"ჩვენი სტრატეგია იმის მიხედვით დაიგეგმება,  თუ რა მოხდება 9 დეკემბერს რა და სურათს მოგვცემს  9 დეკემბრის სასამართლო. თუ სასამართლომ მიიღო იმის გადაწყვეტილება რომ ეს პროცესები მორჩეს მალე, რადგან პრეზიდენტისთვის არის ყოველი დღე მნიშვნელოვანი,  თუ მიიღო ის გადაწყვეტილება,  რომ პრეზიდენტს შეუნარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვგულისხმობ ობიექტურ გადაწყვეტილებას,  ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგია, რა თქმა უნდა, იქნება სხვა. თუ მოვლენები განვითარდება ისე, რომ ან სასამართლო პროცესი გაიწელა, ან სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი გაიწიროს, მაშინ რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ისე, როგორც ვართ დღეს. ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს პროტესტის ყველა ზომას. 

ის, რაზეც შევთანხმდით ყველანი, არის ის, რომ თუ სააკაშვილი გაიწირება, "ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს,  შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც და აჩვენებს თავგანწირვის მაგალითს“,  - განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები