სტოლტენბერგი - ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან ხანგრძლივი რთული ურთიერთობისთვის

დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთთან ხანგრძლივი რთული ურთიერთობისთვის, უკრაინაში ომის დასრულებაც კი ამას ავტომატურად ვერ მოაწესრიგებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან რთული ურთიერთობისთვის დიდი ხნით. როდესაც ეს ომი (უკრაინაში) დასრულდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავუბრუნდებით რაიმე სახის კარგ ან ნორმალურ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დამთავრების პირობები ჯერ კიდევ არ არის, რადგან რუსეთს სურს არა მოლაპარაკება, არამედ კონფლიქტის გაყინვა, რათა მოემზადოს ახალი შეტევისთვის გაზაფხულზე.

მსგავსი სიახლეები