ზურაბ ჩხაიძე - ვერ იკვებება თუ არ იკვებება, ეს "არ“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან და ამაზეა საუბარი

ძირითადი დაავადება არის რა თქმა უნდა, გამომწვევი იმის, რომ ვერ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება, - ამის შესახებ „ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ის მედიას ადანაშაულებს,  რომ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი დაავადების გამოა, რომ ვერ ხდება მისი სრულფასოვნად კვება. 

"რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ.  გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობას სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში.  ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება. საზოგადოებას აწვდით არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს ვიღაცამ ვიღაცა არასწორად დაადანაშაულა, არავინ ადანაშაულებს ადამიანს, ვერ იკვებება თუ არ იკვებება, ეს „არ“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან და ამაზეა საუბარი. ძირითადი დაავადება არის რა თქმა უნდა, გამომწვევი იმის, რომ ვერ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ

მისი თქმით, მას არ უთქვამს რომ ზონდით კვება პაციენტის თანხმობის გარეშე მოხდება. 

"რაც შეეხება ზონდით კვებას, არსად ხსენებული არ იყო, რომ იძულებით კვებაზეა აქ საუბარი, თუ იქ ადამიანს აქვს საკვების მიღების პროცესში გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ვერ იღებს ამის გამო ან არ იღებს ამის გამო საკვებს, ამ შემთხვევაში გამოიყენება ზონდი, მაგრამ რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით", - განაცხადა  ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები