ნიკა მელია - ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული

შევედით უკვე კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  პარტიაში გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიის მოქმედების სტრატეგია  დამოკიდებული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 

"შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას ადარდებს.

ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული ამ პროცესებისადმი. პარასკევს, მაღალი ალბათობით, ვერ ამოიწურება საქმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული. აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი არის უმნიშვნელოვანესი და ის მორალური უპირატესობა, რომელიც ახლა აქვს მიხეილ სააკაშვილს, მის ოჯახს, მხარდამჭერებს, უკვალოდ არ ჩაივლის. 

ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სასიკვდილო განაჩენთან შემგუებლობა იქნება ბევრი ადამიანისთვის გამორიცხული. აქ საკითხი მხოლოდ სააკაშვილს, როგორც მესამე პრეზიდენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს არ ეხება, როგორც ადამიანს ებრძვიან, მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება ნაბიჯები, რასაც წინ აღუდგება საზოგადოება. იმედს ვიტოვებ, საღი აზრის მარცვალი ხელისუფლების წიაღში გაიმარჯვებს და ამ ისტორიულ უსამართლობაზე ხელს არ მოაწერენ“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები