FT - აეროდრომებზე თავდასხმების შემდეგ, რუსეთს არ დარჩა უსაფრთხო ზონები, დარტყმებმა შეიძლება ციმბირამდე მიაღწიოს

რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომებზე დარტყმით უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა დასავლური იარაღის გარეშე, ამ ოპერაციამ ასევე აჩვენა, რომ რუსეთს არ დარჩა უსაფრთხო ზონები, - წერს Financial Times.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აეროდრომზე თავდასხმები ახალი ტაქტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო დაგეგმვის ჩაშლას.

"შეტევები მეორდება. ჩვენ არ გვაქვს დიაპაზონის შეზღუდვები და მალე შევძლებთ ყველა სამიზნეზე დარტყმას რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ციმბირში", - განაცხადა გამოცემასთან უკრაინის მთავრობის თავდაცვის მრჩეველმა ანონიმურობის პირობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინას საჯაროდ არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმებზე და ბევრი დეტალი საიდუმლოდ რჩება, რაც ასევე დამახასიათებელია კიევის სხვა ოპერაციებისთვის, მათ შორის სევასტოპოლში რუსულ ბაზაზე თავდასხმაზე, მაგრამ რაც განასხვავებს უკრაინის ბოლო დარტყმებს სხვებისგან, არის მათი დიაპაზონი და ის ფაქტი, რომ მათ შეაღწიეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში და დაარტყეს სტრატეგიულ სამხედრო ბაზებს.

”ეს თავდასხმები რა თქმა უნდა, რუსებს ნაკლებად თავდაჯერებულებს გახდის. მათ მოუწევთ იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გაანაწილონ სამხედრო ტექნიკა და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება, რუსებს ეჭვი შეეპარებათ მათ უნარებში დაიცვან თავიანთი სტრატეგიული ობიექტები ქვეყანაში”, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

რუსეთმა აეროდრომებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ 5 დეკემბერს განაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები