იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და  კომისიის ორი წევრის თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმინა.
 
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილნი არიან: თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები.
 
ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია.
 
კანდიდატები სხდომაზე  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა და პარლამენტის წევრებს მათი ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.
 
კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს ცესკოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  განხილულ კანდიდატებთან დაკავშირებით კომიტეტში  კონსულტაცია გაიმართება, შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე შესაძლოა გაიმართოს პოლიტიკური კონსულტაციები ოპოზიციასთანაც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება  კენჭისყრის პროცედურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები