ირაკლი ღარიბაშვილი - რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო იყო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე,  ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ეს დახმარება გაგრძელდება.

"თქვენი კითხვა იყო უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ეს საშინელ ომი, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, ერი გავერთიანდით, მთავრობასთან ერთად ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა და ჩვენ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. ჩვენ უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. იცით, რომ მანამდე ჩვენ აქ ასევე დავეხმარეთ უკრაინელ  ლტოლვილებს, ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. ისეთი მაგალითად როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება, უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში აქ, რომელიც ჩვენ გავხსენით.

რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ დახმარების საშუალებებს გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. დანარჩენი რაც შეეხება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდი, მმართველი გუნდი ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი ხალხის წინაშე, თქვენს წინაშე მათ შორის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები