ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი თავისი ამაზრზენი განცხადებებით მხოლოდ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი

ღარიბაშვილი თავისი ამაზრზენი განცხადებებით მხოლოდ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პრემიერმა დღევანდელი განცხადებითაც   დაადასტურა, რომ სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ "ქართული ოცნება".

"რაც უნდა ამაზრზენი განცხადებები გააკეთოს ღარიბაშვილმა, ამით მხოლოდ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამ განცხადებებს მისი უფლებადამცველები აგროვებენ და ინახავენ. ღარიბაშვილმა დღესაც დაადასტურა, რომ თურმე მისი  და „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ და არა სასამართლოსი, რასაც აქამდე ამბობდნენ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ 9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის  საქმის სასამართლო განხილვის დროს ყველანი იყვნენ მობილიზებული მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით.  

დეკანოიძის თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები