ლევან მეტრეველი - ეს მაგონებს საბჭოთა ფსიქიატრიის და კაგებეს ციხეების პრაქტიკას, როდესაც ხდებოდა პაციენტის ფსიქიკის დათრგუნვა

ეს  მაგონებს საბჭოთა ფსიქიატრიის და კაგებეს ციხეების პრაქტიკას, როდესაც ხდებოდა პაციენტის ფსიქიკის დათრგუნვა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრმა ლევან მეტრეველმა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, არ ფიქრობს,  რომ ვინმეს დაბალი პროფესიონალიზმია მიხეილ სააკაშვილისათვის დიდი რაოდენობით,  მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშნვნის მიზეზი. 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნაში საუბარია პოლიფარმაციაზე, საქმე ეხება არასაჭირო,  დიდი რაოდენობით მედიკამენტების დანიშვნას, მათ შორის  ე.წ, ფსიქოტროპული პრეპარატების. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ვინმეს  დაბალი კვალიფიკაციით მოდის, ამას რეალურად პირველი კურსიდან გვასწავლიან. უნდა დანიშნო მინიმალური რაოდენობის მედიკამენტი, რომელიც არის ზუსტად დამიზნებული იმ პრობლემაზე. ეს როგორღაც მაგონებს საბჭოთა ფსიქიატრიის და კაგებეს ციხეების პრაქტიკას, როდესაც ხდებოდა პაციენტის ფსიქიკის დათრგუნვა, რომ მას პოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემები არ შეექმნა“, - განაცხადა ლევან მეტრეველმა. 

როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული, ის გახდა პოლიფარმიის  და მედიკამენტოზური წამების ობიექტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები