ნინო ლომჯარია - ქალბატონ სალომეს ვურჩევდი, რომ შევიდეს და მოინახულოს პატიმარი პრეზიდენტი

ქალბატონ სალომეს ვურჩევდი, რომ შევიდეს და მოინახულოს პატიმარი პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ფიქრობს, რომ კრიტიკულ მომენტში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით თავის მანდატს გამოიყენებს. 

"დარწმუნებული ვარ, არავის  უნდა რომ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს, არც სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, რომ არც ხელისუფლებას.  ქალბატონ სალომეს, შეიძლება არც სჯერა, რომ ვითარება ასეთი მძიმეა. შეიძლება,  რაღაც დროს, თუ ისე განვითარდა მოვლენები, რასაც ექიმები პროგნოზირებენ, დაფიქრდეს, რომ გამოიყენოს თავისი მანდატი. 

ნამდვილად ვურჩევ ქალბატონ სალომეს, მას როგორც პრეზიდენტს აქვს ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ მოინახულოს პატიმარი პრეზიდენტი.  ვფიქრობ, ვინც რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობს ამ საკითხზე ან კითხვები აქვს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, თუნდაც მმართველი პარტიიდან ვურჩევდი, რომ მოინახულონ პრეზიდენტი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები