შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში

რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით. ამ შემთხვევაში იცით, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის მინიმალური, ელემენტარული პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი. 

ჩვენ ადრე ვხედავდით ჩარევის მცდელობებს და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისაგან სასამართლოზე. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ და წესით, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩნდება სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს უკვე ფასი აქვს დაკარგული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები