ხათუნა ლაგაზიძე - ამ "მშვიდობას“ კაპიტულაციის სუნი ასდის და ეს ყველაფერში იკითხება

ამ "მშვიდობას“ კაპიტულაციის სუნი ასდის და ეს ყველაფერში იკითხება, თუნდაც რუსების მიმართ სრულიად მოღიავებულ საზღვრებში,  -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა  ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მშვიდობის თემა ფსბ-ს მიერ შემუშავებული "მესიჯბოქსიდან" არის, მოსახლეობის ინსტიქტებზეა გათვლილი და ამიტომაც მუშაობს კარგად. 

"ამ "მშვიდობას“ კაპიტულაციის სუნი ასდის და ეს ყველაფერში იკითხება, თუნდაც რუსების მიმართ სრულიად მოღიავებულ საზღვრებში.  უნგრეთში ორბანმა მორიგი არჩევნები ზუსტად იგივე მესიჯით მოიგო.  გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს - „აბა ომი გინდათ?“ და „მე მშვიდობას ვუნარჩუნებ ამ ქვეყანას“. ეს არის ერთი „ბუდიდან“ ამოღებული მესიჯები, ამიტომაც მუშაობს კარგად, ვის თუ არა ფსბ-ს აქვს იმის უზარმაზარი ფინანსები და ჰყავს გავლენის აგენტები, რომ სამიზნე ქვეყნებში მოსახლეობის ფსიქოლოგია შეისწავლოს. ყოველკვირეული კვლევები ტარდება, პულსზე ხელი უდევთ, ლამის საქართველოს  მოსახლეობის ენცეფალოგრამას სწავლობენ ყოველ კვირა და ყველა მესიჯი იტესტება წინასწარ. ამიტომაც მუშაობს ეს ასე კარგად, პირველად ინსტიქტზე იმუშავეს, როდესაც ეს მშვიდობის თემა შემოიტანეს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობის შესანარჩუნებლად ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკა არაფერში სჭირდებოდა.    

"სრულიად საკმარისი იყო იმგვარი, შეიძლება ითქვას "ნახევარზომები“ , რომელსაც მოლდოვამ მიმართა და მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს, რადგან მას ჰქონდა ბევრი არგუმენტი დაწყებული ეკონომიკურით,  დამთავრებული უსაფრთხოებით, რომ უფრო მეტზე ის ვერ წავიდოდა. იგივე რომ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას, მშვიდობას მაინც შეინარჩუნებდა. ის „ზედდნადები“, რასაც ქვია აღვირახსნილი ანტიდასავლური პოლიტიკა, საკუთარი მოსახლეობის „ტვინების რეცხვა“ და ეს ანტიუკრაინული პოლიტიკა  საერთოდ არაფერში წერია და არანაირად არ იყო საჭირო იმისთვის,  რომ მშვიდობა შენარჩუნებულიყო“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები