ზელენსკი - უკრაინელები ასევე იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელოდება, რომ 2023 წელს უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობის დრო დადგება, - ამის შესახებ მან Politico-სთან განაცხადა, რომელმაც  ზელენსკის ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი უწოდა.

"უკრაინელები ასევე იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც „ამ საშინელ დროს დაეხმარნენ მილიონობით ადამიანს“.

"უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ყველას გვიცავენ ბრძოლის ველზე - №1“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ შესაძლოა, ხანგრძლივ პროცესად იქცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები