ზურაბ ჯაფარიძე - ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, უსინდისო ნაბიჭვრები არიან

უკრაინა გვეხმარებოდა სულ, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ, - ასე უპასუხა "გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მამუკა მდინაძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

"უკრაინიდან მიღებული იარაღით 2008 წელს რუსული თვითმფრინავებია ჩამოყრილი. რაც ჩამოიყარა, თითქმის ყველა ჩამოიყარა უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა სულ, 1993 წელსაც გვეხმარებოდა, ჩვენ გვერდით იდგნენ, ჩვენ გვერდით იხოცებოდნენ. ახლა ვინც ამბობს, უკრაინელები ცუდი ხალხია და არ გვეხმარებოდნენო, ჩემი აზრით, უსინდისო ნაბიჭვრები არიან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინამ 2008 წელს საქართველოს იარაღი მიყიდა.

"მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელებს, 2008 წელს რომ მოგვყიდეს იარაღი, ოღონდ, კონტექსტი ისეთია, თითქოს ომის დღეებში გადმოგვცეს იარაღი, რაც ასე არ ყოფილა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები