დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ სხვას მიაწებონ ეს იარლიყი უსაფუძვლოდ

მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"არ მინდა ისე ვუპასუხო ოპოზიციის იმ ნაწილს, როგორც იმსახურებენ, მაგრამ მაინც ვუპასუხებ ისე, როგორც იმსახურებენ.

პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულუარული გარიგებების დიდოსტატები არიან, ახლა ცდილობენ სხვას მიაწებონ ეს იარლიყი უსაფუძვლოდ.

ჩვენ, ლელომ და ოპოზიციის ნაწილმა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ. მისი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა, ამ მოსმენაზე პირადად მე მივმართე უმრავლესობას, რომ შეგვეჩერებინა პროექტის განხილვა მეტი კონსულტაციებისთვის იმიტომ რომ პარლამენტში ამ დროს მოძრაობდა "ქართული ოცნების" პროექტიც და გვქონდა განცდა, რომ ეს პროექტები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება.

მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან. ჩვენ პროექტთან დაკავშირებით რომ გავიდეს ვლაპარაკობდით ღიად, მედიის საშუალებითაც და ვლაპარაკობდით უმრავლესობის წევრებთანაც.

მივმართავ ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს, ვისაც ისე აწუხებთ იარლიყი კულუარული  გარიგების დიდოსტატებს, რომ ახლა უნდათ ეს სახელი ჩამოიცილონ,  და მეორე ისე აწუხებთ იმ უაზრო სამუშაო ჯგუფებში შესვლა  და უშედეგოდ გამოსვლა რომ ახლა ჩვენ გვერჩიან", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. დეპუტატების განცხადებით, ფარული შეხვედრა საარჩევნო რეფორმის საკითხს უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები