ნინო ლომჯარია - ბოდიშს ვუხდი დაღუპულების ოჯახის წევრებს, დღეს თითქოს თავის მართლება უწევთ მათ

ბოდიშს ვუხდი დაღუპულების ოჯახის წევრებს, დღეს თითქოს თავის მართლება უწევთ მათ, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, შემაშფოთებელია უკრაინაში მებრძოლებისათვის  საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ოცნების მიერ დაწყებული ლაპარაკი.

"შემაშფოთებელია მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ საკითხის გააქტიურება.  ჩემთვის, ისევე  როგორც ამ ქვეყნის ძალიან ბევრი  მოქალაქისთვის,  ერთგვარად საამაყოა რომ  ჩვენი მოქალაქეები დღეს  არიან ჩვენი მოძმე ერის,  უკრაინის გვერდით და იქ იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. მე ასეთი განცდა მაქვს და ძალიან მწყდება გული, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ამ ადამიანებს,  დაღუპულების  ოჯახის წევრებს, რომ ამ მდგომარეობაში არიან ისინი და ნაცვლად იმისა, თანადგომასა და სიყვარულს გრძნობდნენ, თითქოს თავის მართლება უწვეთ,  ეს მათთვისაც წარმოუდგენელი იქნებოდა.   ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გადატანა უწევთ მათ დღეს,  თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვაგვარად ფიქრობს, ძალიან ძნელია ალბათ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ქართველი მებრძოლები უკრაინაში ფულის სანაცვლოდ იბრძვიან, ასევე დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირს, რომელიც  სახელმწიფოს ნებართვის გარეშე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგება, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა  ჩამოერთვას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები