კელი დეგნანი - ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინაშეც არიან უკრაინელები, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ.

ჩემი აზრით, ცხადია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას. ქართველი ხალხი როდესაც თავის გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები