იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.

კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნეს, ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

გიორგი ბურჯანაძის წარმდგენია სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გიორგი გზობავას - ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები და ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია; ზურაბ გურასპაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი, იოსებ ვარძელაშვილის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და მანუჩარ კაკოჩაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 10 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, დაგეგმილია ექვსი კანდიდატის - ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიას და გია ლილუაშვილის  მოსმენა.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები