თბილისში ნიდერლანდელი ექსპერტების მონაწილეობით ქართველი წამყვანი ექიმებისთვის სემინარი ჩატარდება

10 დეკემბერს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "Therapia საქართველო", უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად (ნიდერლანდები), ჰოლანდიელი სპეციალისტების მონაწილეობით ქართველი წამყვანი ექიმებისთვის სემინარს გამართავს.

სემინარის პროგრამა შემუშავდა ნიდერლანდელ ექსპერტებთან ერთად და მიზნად ისახავს საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციებში ხარისხის მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას.

დღის პირველ ნახევარში ჩატარდება ხარისხის მართვის ინტენსიური კურსი, რომელიც მიეძღვნება ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა მონაწილის, მათ შორის სამედიცინო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების, სადაზღვეო სამედიცინო ორგანიზაციების ურთიერთობის და თანამშრომლობის საკითხებს, სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. 

ნიდერლანდებიდან მოწვეული სპეციალისტები ისაუბრებენ თანამშრომლობის, ხარისხის  აუცილებელი ინდიკატორების შემუშავების, ასევე სამედიცინო ორგანიზაციებში კონფლიქტების მართვის ერთიანი პლატფორმის შექმნის საკუთარ გამოცდილებაზე.

სემინარის მეორე ნახევარში განხილული იქნება ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დონეზე არსებული ხარისხის ინდიკატორები, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ინდიკატორების შემუშავებისა და დანერგვის საკითხები. სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიგონ, თუ როგორ არის ურთიერთდაკავშირებული სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის ინდიკატორები და პროცესები, ასევე რომელ მაჩვენებელს იყენებს კლინიკური შედეგების შეფასების საერთაშორისო კონსორციუმი (ICHOM) და ინოვაციები როგორ უწყობს ხელს სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე განხილული იქნება კარდიოვასკულარული დაავადებების მართვაში გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემის შემთხვევის განხილვა და თანამედროვე მედიცინაში პერსონალიზებული მიდგომის მნიშვნელობა. 

სემინარი "რედისონ ბლუ ივერიას" საკონფერენციო სივრცეში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები