პოდოლიაკი - ეს უკვე გლობალური უსაფრთხოების საკითხია და ჩვენ ჩუმად დავაკვირდებით?

რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა მხოლოდ უკრაინის ომს აღარ ეხება, ეს უკვე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას, ამიტომ მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"აქ ყალიბდება ბოროტება. ირანი გეგმავს რუსეთს მიაწოდოს ასობით ბალისტიკური რაკეტა და იცის, რომ ისინი გამოიყენება ევროპაში ომისთვის. რუსეთი ეხმარება ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით. ეს აღარ არის უკრაინის საკითხი. ეს უკვე გლობალური უსაფრთხოების საკითხია და ჩვენ ჩუმად დავაკვირდებით?", - წერს პოდოლიაკი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა გამოთქვა შეშფოთება და განაცხადა, რომ რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში გადაიზარდა "სრულფასოვან თავდაცვით პარტნიორობაში“, რომელიც გაიზრდება უახლოეს თვეებში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ISW-ის თანახმად, რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს იარაღის სანაცვლოდ. საუბარია საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის გადაცემაზე.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უახლოეს თვეებში შესაძლოა, ირანიდან ასობით ბალისტიკური რაკეტა მიიღოს, რომელსაც უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენებს.

უახლესი ამბები