კულება - ომის შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარი ეყოლება

რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ეყოლება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

"ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება. ომის შემდეგ ჩვენს სახელმწიფოს ეყოლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია, ყველაზე ძლიერი არმია ევროპაში, საბრძოლო გამოცდილების, მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სამხედრო აღჭურვილობის გათვალისწინებით. სისულელე იქნება, რომ ნატო-მ არ მიიღოს თავის შემადგენლობაში უსაფრთხოების ასეთი ძლიერი კონტრიბუტორი“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ფართო გაგებით, უკრაინის აღმოსავლეთი საზღვარი უკვე ევროატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთ საზღვარია.

"ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ამ ფაქტის იურიდიული აღიარება იქნება. და ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები