ვასო ურუშაძე - საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებს

მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას, - ამის შესახებ "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“ არეგულირებს, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის  მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ  2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია.  რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” დისკუსია მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, პროცესი უნდა წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით.

საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ აღდგენა იქენაბა სახელმწიფოს ინტერესების საზიანო, იმ ფონზე როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროპის საჰაერო ცა დახურულია. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მაშინ როცა შპს  „საქაერონავიგაცია“ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL-ის წევრია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლია. აღნიშნულ ფუნქციას, ერთიანი ევროპული ცის რეგულაციის ფარგლებში, EUROCONTROL-ი ასრულებს ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება.

კერძოდ, EU-ს ცა  დაიხურა რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდა კერძო თვითმფინავებზეც, ისინი დაშვება/აფრენას ევროკავშირის საჰაერო სივცეში ვერ შეძლებენ.

სამწუხაროდ, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე  არ გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა  და არ შეასრულა მასზე  ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცე ღიაა რუსეთის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაციისთვის.
არსებული ვითარების ფონზე, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს პუტინის აგრესიის უნებლიე ხელშემწყობი, მოვითხოვთ, რომ საქართველომ შეასრულოს EUROCONTROL-თან აღებული ვალდებულება და რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრის ნაცვლად საჰაერო სივრცე ჩაკეტოს რუსული ავიაკომპანიებისთვის", - განაცხადა ურუშაძემ. 

უახლესი ამბები