ბადრი ჯაფარიძე - ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო.

"ის რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით და ცილისწამებით ახალი სიმაღლეები დაიპყრო ამ მიმართულებით. 

ეს ერთი ტყუილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75. მეორე დიდი ტყუილი, რაც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს 3 მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი დოლარის ინვესტირება, რაც ასევე დადასტურებულია. 

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონის გარანტიას და თუკი ინვესტორები, ანუ ჩვენ უზრუნველვყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას. რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას ხაზარაძე-ჯაფარიძე ქვეყნის ძარცვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პორტის აშენების მიღმა, მათი ზრახვა "გამდიდრებისა და ძარცვის იდეა იყო".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები