ლექსმანი - ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებით

თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, რთული იქნება ვთქვათ, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თუ სისტემა მოკლავს მიხეილ სააკაშვილს ციხეში და არსებობს იურიდიული საფუძველი იმისთვის, რომ მან მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ვთქვა, რომ ის ქვეყანა ასრულებს პირობებს, რომლებიც წაყენებული აქვს მას და ამ შემთხვევაში მინდა ვახსენო ნიკა გვარამია, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ ის აშკარად არის პოლიტიკური პატიმარი და რასაკვირველია, ეს ორი შემთხვევა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ არ დასრულდეს წარმატებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ევროკავშირის და პარლამენტის წევრები საქართველოში მიმდინარე სიტუაციას გაანალიზებენ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას, რომელიც ძალიან მძიმედაა, ჩვენ მოვთხოვთ მათ როგორც ერთ-ერთ პირობას ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების ამ ორი საკითხის გადაჭრას" - აცხადებს ლექსმანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები