მარიამ ჯიშკარიანი - იმ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმდებოდა

იმ დიაგნოზებზე შეუძლებელი იყო ამ მედიკამენტების დანიშვნა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმდებოდა, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მრდიკამენტების ნაწილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, მოხმარებაში არის, თუმცა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. 

"დასკვნაში ცხადად არის ასახული, რომ იგი მუდმივად იღებს საშუალოდ 9-დან 14-მდე მედიკამენტს. ეს ყველაფერი ამძიმებს მის დიაგნოზს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სრულიად შეუსაბამოა მის საჭირო მკურნალობასთან.

საქართველოში გარკვეული მედიკამენტები მოხმარებაში არის, თუმცა ამერიკელების თვალსაზრისით, ეს მედიკამენტები მისი დიაგნოზის შესაბამისი არ იყო, ვინაიდან დიაგნოზების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. შესაბამისად, ეს მკურნალობა არამიზნობრივია. გარკვეული დიაგნოზით ბნელ ოთახში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები