იუკნევიჩიენე - მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ გახდეთ პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე

მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, რომ არ გახდეთ პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.  

მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და პუტინის და ჰიტლერის გავლებული ხაზები უნდა წაიშალოს. 

"საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროკავშირს ევროპას საქართველო ძალით წაართვეს საბჭოთა რუსეთის ხელით. საქართველოს 20% არის ოკუპირებული, ეს სისხლიანი ხაზი, რომელიც იყო გატარებული სტალინის და ჰიტლერის ხელით, უნდა  წაიშალოს. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. დარწმუნებული ვარ,  ასეც იქნება, რადგან საქართველოს ხალხი ამას იმსახურებს, ასევე დარწმუნებული ვარ,  რომ ევროკავშირის გაფართოება აძლიერებს ევროკავშირს,  მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მიზნები აქვს  ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველო აქვს მძევლად აღებული.   

საქართველოს ხალხმა ძალიან  კარგად იცის, რა უნდა ქნას, ეს ყველაფერი წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და ეს ყველაფერი უნდა იყოს შესრულებული მანიპულაციების და პრეტენზიების გარეშე.  ასევე პრეზიდენტის დაკავება ციხეში, არაადამიანურ პირობებში, ეს არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის მეთოდი, მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ გახდეთ პასუხისმგებლები მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები