ეკა ხერხეულიძე - დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, ნიკა მელიას ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, ტყუილად წვალობთ

დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, ნიკა მელიას ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩანაწერთან დაკავშირებით ესაუბრა ნიკს მელიასაც.  

"ფაბრიკაცია არ მიკვირს, სანამ აქ მოვიდოდი, დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, ნიკა მელიას ჩანაწერი არსებობს, 4 მონაკვეთია გადადებული ერთმანეთზე. ფაბრიკაცია არის ამ ხელისუფლების იარაღი. ეს ჩამიგდეს და მითხრეს, რომ ნიკა მელიას ვინც მხარს დაუჭერს, მოვასმენინებთ ამას და ნახავენ... 
მიხეილ სააკაშვილს ის არ ახსენებს, მაგრამ რაღაც მონაკვეთებია ამოკრეფილი, სადაც ნიკა მელია საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილზე.  ეს არის ამ ხელისუფლების იარაღი, ასე გვებრძვიან. 

ტყუილად წვალობთ, სანამ აქ მოვიდოდი, დავუკავშირდი ნიკა მელიას და ვკითხე, რა იქნება მისი პასუხი. მან მიპასუხა, რომ როგორც გამოქვეყნდება ჩანაწერი, გავგზავნი ლონდონში ექსპერტიზაზე და პასუხი ეს იქნება", - განაცხადა ხერხეულიძემ "ტვ პირველთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები