უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია

უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოქალაქეებს სარაკეტო დარტყმის შესახებ აფრთხილებენ.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოლქზე მინიმუმ 3 დარტყმა განხორციელდა. ოკუპანტები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

საჰაერო თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ჟიტომირის ადმინისტრაციაც.

კრივოი როგის მერი ალესანდრე ვიკლული მოსახლეობას ორი რაკეტის შესახებ აფრთხილებს. ქალაქში პრევენციის მიზნით გათიშულია ელექტროენერგია, კრიტიკული ინფრასტრუქტურა გადადის გენერატორებზე. იგივე ვითარებაა წყალთან დაკავშირებით.

ორი აფეთქება დაფიქსირდა მიკოლაევში. სარაკეტო თავდასხმის საფრთხეა კიროვოგრადში და სუმის ოლქში.

კიევის რამდენიმე უბანში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინის დედაქალაში სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.

უახლესი ამბები