ილჰამ ალიევი - დასახული მიზნების განხორციელებისთვის აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ევროკავშირთან

დასახული მიზნების განხორციელებისთვის აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან-ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ილჰამ ალიევის თქმით, აღნიშნული შეთანხმების განხორციელება ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.

"ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ იოჰანესს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების კუთხით. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ ენერგოუსაფრთხოების და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების შეთანხმების და მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 8,2 მილიარდი კუბური მეტრი  ენერგია იყო, წელს 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11,6 მილიარდი. ჯამური ექსპორტი, ბუნებრივი აირისა, მომავალ წელს, თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი. გუშინ, „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანსა და რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის  1 იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით, ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია. ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგო უსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას, აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგო პოტენციალი 27 გიგავატია. ეს არის მზის და ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ სამ გიგავატიანი ქარის და ერთ გიგავატიანი მზის ენერგიის გამომუშავებას 2027  წლისთვის და ექსპორტზე გატანას. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ თითქმის 6 გიგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს 10 გიგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალ დაბანდება. 2 დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან, ეს კომპანია აპირებს კაპიტალ დაბანდება განახორციელოს 12 გიგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ, მინიმუმ 3 გიგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს დაკმაყოფილებული, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

უახლესი ამბები