მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის ინიციატივით იმართება.

სამოქალაქო აქტივისტები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ.

გიორგი მუმლაძეს თქმით, იმ შემთხვევაში თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ დააკმაყოფილებს ადვოკატების შუამდგომლობას, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

"ეს არის სიმბოლური აქცია, რათა სალომე ზურაბიშვილს ვუთხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთი მდგომარეობა მისი პირდაპირ პასუხისმგებლობაა და მან უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში. ჩვენ მას ვაფრთხილებთ, რომ თუ 22 დეკემბერს სასამართლო არ მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას და თუ რეალურად "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს, სწორედ ეს ადგილი გახდება პერმანენტული აქციების ეპიცენტრი", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მისივე თქმით, აქცია ხვალ, 15:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები