ხორვატია ბრინჯაოს პრიზიორია

ხორვატია ბრინჯაოს პრიზიორია

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა მესამე ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს ხორვატია და მაროკო დაუპირისპირდნენ. მატჩი ევროპელთა გამარჯვებით 2:1 დამთავრდა.

ანგარიში მე-7 წუთზე იოსკო გვარდიოლმა გახსნა, მალევე არჩაფ დარის გოლით მაროკომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მისლავ ორსიჩმა ხორვატები დააწინაურა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ხორვატებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მათ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხეს მედლის მოპოვება, რაც ნამდვილად არაა მარტივად შესასრულებელი საქმე.

რაც შეეხება ფინალს, ის ხვალ, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და პასუხი გაეცემა მთვარ შეკითხვას - სად წავა თასი? - არგენტინაში თუ საფრანგეთში.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი