არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

დასრულდა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი, ლუსაილის სტადიონზე მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი ვიხილეთ, არგენტინის და საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებებმა ნამდვილი საფეხბურთო შოუ შემოგვთავაზეს.

შეხვედრა არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო, ანგარიში ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანით გახსნა, მალევე ანხელ დი მარიამ სხვაობა ორამდე გაზარდა და სამხრეთ ამერიკელთა უპირატესობა განამტკიცა.

მეორე ნახევარში საფრანგეთის ქამბექს ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა და “მამლებმა” კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტია, მატჩის ბოლოს კილიან მბაპემ 2-წუთიან მონაკვეთში შეძლო დუბლის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. საბოლოოდ თამაში დამატებით დროში გადავიდა.

ექსტრა ტაიმებში საკმაოდ დაძაბული თამაში წავიდა, არგენტინა უპირატესობას ფლობდა და ლეო მესიმ 109-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა 118-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ გოლად აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:3 დააფიქსირა, შეხვედრა პენალტების სერიამდე მივიდა.

საფეხბურთო ლატარეაში სამხრეთ ამერიკელებმა იმარჯვეს, მათ ყველა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს და შედეგად მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს.

არგენტინის ნაკრები მესამედ ხდება ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული.

ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქამდე ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო  ნაკრები არგენტინა ბოლოს 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი