მარიამ ჯიშკარიანი - იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური და თვითონ ურთმელიძე, აზიანებენ საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია, უკვე

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მალხაზ ურთმელიძეს პასუხობს. 

ჯიშკარიანის თქმით, ურთმელიძეს არ გააჩნია უფლებამოსილება მოწამვლის ფაქტზე ისაუბროს.

"ბატონი ურთმელიძე გახლდათ გორის ჰოსპიტალის დირექტორი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში, იქ ადგილ ჰქონდა ორ ძალადობის ფაქტს და ასევე პაციენტის გაწერას არასამედიცინო მიზნებით. შესაბამისად, როგორც იცით, აღძრულია სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური მიერ საქმე არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. მთლიანობაში, იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური და თვითონ ურთმელძე, აზიანებს საქართველოს ინტერესებს დიდი ხანია, უკვე და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

საერთოდ ბატონი ურთმელიძე თავისი პროფესიით არც გამომძიებელია და არც ტოქსიკოლოგი, შესაბამისად არანაირი უფლებამოსილება ისაუბროს ინტოქსიკაციაზე, მოწამვლის ფაქტზე და ა.შ. მას არ გააჩნია", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები