ელენე ხოშტარია - პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, "ქართულ ოცნებას“ ელოდო

პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, „ქართულ ოცნებას“ ელოდო, - ამის შესახებ "დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"შეუძლებელია, უყურო ადამიანს ამ მდგომარეობაში და რაც მთავარია, ამ კადრში ხედავ საკუთარი სახელმწიფოს დანაშაულს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ეს იყო ძალიან დიდი კონტრასტი. ვაშინგტონში იყო თავისუფლებაზე საუბარი და ჩვენ ვხედავთ დანაშაულის კადრებს მიხეილ სააკაშვილის სახით. ამიტომ ყოველ ჯერზე ემოციურად ძალიან მძიმეა. სხვაგვარად, ეს ყველაფერი წერია ექსპერტების ოფიციალურ დასკვნებში, რომ უფრო მძიმე იქნება ვითარება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არაფერი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოსგან, რომელსაც შეუძლია, ასე ცივსისხლიანად ყველაფერი აკეთოს. მგონია, რაღაც ეტაპზე, თუ ეს ასე გრძელდება და სასამართლო ჯანჯლდება, ოპოზიციამ საერთო პროტესტის გეგმა უნდა დაისახოს.

არ გვინდა იდეეების სროლა. თუ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ამას უნდა საერთო წინააღმდეგობა. რა სახის იქნება, ტექნიკის ამბავია. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ლაქად და ტვირთად დააწვება ადამიანის წამება პირდაპირ ეთერში. "ქართული ოცნება“ არის დამნაშავე, არის პასუხისმგებელი, "ქართულმა ოცნებამ“ პასუხი უნდა აგოს. პრეზიდენტს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, რადგან აბსოლუტური ილუზიაა, "ქართულ ოცნებას“ ელოდო“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები