კულება - დავიწყეთ ბრძოლა რუსეთისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევისთვის

უკრაინა იწყებს ყოვლისმომცველ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის გარიცხვას გაეროს უშიშროების საბჭოსა და მთლიანად გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრისა და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ დროის საკითხია როდის გაანადგურებს რუსეთის ქმედებები გაერო-ს მთლიან სისტემას.

სწორედ ამიტომ, რუსეთის საკითხი გაეროში უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევისთვის მისი პასუხისმგებლობის ზოგად,  ასევე უკრაინაში სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის კონტექსტში.

"უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრ ქვეყნებს, ჩამოართვან რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და გარიცხონ გაერო-დან“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მხარის თქმით, მოსკოვი არალეგალურად იკავებს ადგილს ორგანიზაციაში, რადგან მისი, როგორც სსრკ-ს მემკვიდრის ლეგიტიმაცია კითხვებს აჩენს. ამიტომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, გაერო-ში გაწევრიანებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს.

აგრესორი ქვეყნის გაერო-ს უშიშროების საბჭოს გარიცხვის ღონისძიებების დაწყებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულება გამოეხმაურა.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევისთვის. ეს ბრძოლა ადვილი არ იქნება. მას დაუპირისპირდებიან და არა მარტო რუსეთი, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით სიცრუეს და გაყალბებას. ამოცანა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ჩვენთვის შეუძლებელი ამოცანები არ არსებობს“, - განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები