დავით ფაცაცია აფხაზური ცენტრის "მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების  ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრი „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გაიხსნა. 

აფხაზური ცენტრი, ახალგაზრდა სტუდენტების იდეის საფუძველზე შეიქმნა,  რომლის მიზანი სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებაში, ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა და აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების გზების მოძიებაა. 

აფხაზური ცენტრის გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ პროცესში, რომელიც საქართველოს სიყვარულს და ახალგაზრდების მომავლის მშენებლობას უკავშირდება. აფხაზები და ქართველები ვართ ერთნი და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. მჯერა, რომ მსგავსი პროექტები, განვითარებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩართულობით ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ისტორიული ერთობის აღდგენაში“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები