თერჯოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

თერჯოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

28 დეკემბერს თერჯოლაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ.

მოეწყო საბავშვო სივრცეები,  ორკესტრის მსვლელობა, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. 

დღესვე ღონისძიებაზე საპატიო თერჯოლელელბის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა.

საპატიო თერჯოლელები საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერის  მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად წარუდგინა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. 

"ჩემო თერჯოლელებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მჯერა , რომ 2023 წელი სასიკეთო ცვლილებების, კიდევ უფრო მეტად საქმიანი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იქნება. წინ საინტერესო გამოწვევები გველის, რომელსაც ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, შრომითა და ერთმანეთისადმი სიყვარულით გავუმკლავდებით და  ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქალაქის წინსვლასა და განვითარებას“, - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.

თერჯოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ;

ნარგიზი ცქიფურიშვილი

პაატა მხეიძე

ომარ ნიშნიანიძე

დემირი დოლაკიძე

დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა, რომელშიც  ინდივიდუალური შემსრულებლები - მაგდა ნიკოლეიშვილი, რუსა მორჩილაძე, აჩიკო ნიჟარაძე და დავით მაზანაშვილის ბენდი მონაწილეობდნენ.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

უახლესი ამბები