შამბა - ცარიელი სიტყვებია, ალბათ, სურთ აჩვენონ, რამდენად კონსტრუქციულები და დემოკრატიულები არიან

ოკუპირებული აფხაზეთი "საქართველოს ქვეყნის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარის  რეპარაციის სახით გადახდას სთავაზობს".

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რუსულ მედიასთან გამოეხმაურა და წინადადებას არარეალური უწოდა.

"მე ვერ ვხედავ აქ ვინმეს, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ საკითხს. ეს არარეალურია, ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლება ეს ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც ომის დროს მიყენებული ზიანისთვის რეპარაციები უნდა გადაეხადათ. ზუსტად შეესაბამება ამ ციფრებს. ეს თანხები მოხმარდებოდა იმ ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც მათ ომის დროს გაანადგურეს“, - განაცხადა შამბამ.

შამბას მიაჩნია, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების მიზნით საქართველომ მტრულ ქმედებებზე უარი უნდა თქვას. 

მისივე თქმით, ასეთი განცხადებებით საქართველო მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებისთვის თავის მოწონებას ცდილობს.

"ალბათ, სურთ აჩვენონ, რამდენად კონსტრუქციულები, დემოკრატიულები არიან, რათა როგორმე მოეწონოს მსოფლიო საზოგადოებას. სხვას ვერაფერს ვხედავ, რადგან რეალური საქმეები სულ სხვაა. თუ რაიმე სახის შერიგება სურთ აფხაზურ საზოგადოებასთან, სხვა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, მაგალითად, უარი თქვან ყველა დაბრკოლებაზე, რასაც მათ მიერ მიღებული კანონები ქმნის, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სხვა ყველაფერზე, რასაც ისინი აფხაზებთან მიმართებაში არამეგობრულ, მტრულ ქმედებებს ახორციელებენ. ამაზე უნდა თქვან უარი დასაწყისისთვის", - განაცხადა შამბამ.

უახლესი ამბები