ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში სპექტაკლის - "საშობაო ზღაპარი" პრემიერა გაიმართა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ადგილობრივი პატარები დასაჩუქრდნენ.
მიუზიკლის ჟანრის სპექტაკლის რეჟისორი გეგა ქურციკიძეა და მასში კულტურის ცენტრის ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა, წარმატებები და ბედნიერება უსურვა.