რეზნიკოვი - მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს.

"ახალი წლის წინ მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვალდებულება აქვთ. პირველ ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს. მე ზუსტად ვიცი, თქვენ დაახლოებით ერთი კვირა დაგრჩათ, მანამდე ჯერ კიდევ არის რაღაც არჩევანი. იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება დაკეტავს საზღვრებს მამაკაცებისთვის, შემდეგ კი საომარ მოქმედებას გამოაცხადებს და მობილიზაციის ახალ ტალღას დაიწყებს. საზღვრები დაიკეტება ბელარუსშიც.

ნებისმიერი გზით თავი აარიდეთ მობილიზაციას. ომი თუკი გაჭიანურდება, პირადად თქვენთვის გაიზრდება შანსი, რომ დაიღუპოთ, რადგან მობილიზაციის ახალ ტალღას მომდევნო მოჰყვება, შემდეგ – კიდევ. მას კი, ვინც ბუნკერში ზის, არ ადარდებს, რამდენი რუსი დაიღუპება. მთავარია, რომ მათამდე ვერ მიაღწიონ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები