წლინახევრის ბავშვი, რომელიც მშობლებს ახალგორიდან თბილისში ექიმთან მოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა "ეხო კავკაზასთან" განაცხადა, ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილია წლინახევრის ელზა კუდუხოვი  გადმოიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში. თინიკაშვილს არ აქვს ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. 

გარდაცვლილი მცირეწლოვნის დიაგნოზი უცნობია.

უახლესი ამბები