ეკა ხერხეულიძე - ჩემ შესვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ "ვივამედში" გონება დაკარგა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები უტარდება. 

"ჩემ შესვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ექიმები არიან ინფორმირებულები და მუშაობენ ამის ირგვლივ. ხვალ დილით უტარდება უკვე დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს. 

ეს არის უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდი, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მეგობრებო, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქისგან ახალი წლის მილოცვა მიიღო, საპასუხო წერილი კი მესამე პრეზიდენტმა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს გაატანა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები