პუტინმა შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.

პუტინის ბრძანებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმოქმედებს 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე.

"უწმიდესი პატრიარქის კირილის მიმართვის გათვალისწინებით, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტა მხარეებს შორის უკრაინაში 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე“, - აღნიშნულია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, პუტინმა მოუწოდა უკრაინას, საშობაოდ ასევე შემოიღონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

"იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში ცხოვრობს მართლმადიდებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები