პაატა მანჯგალაძე - ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა

ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში არიან ჩართულნი, მათ შორის საუბარი იყო როგორც ფარმაკოლოგიურ, ისე დარიშხანით მოწამვლაზე, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „მაგნიტსკის სიის“ ავტორის ბილ ბრაუდერის განცხადებას.

"ორი მექანიზმი არსებობს. "ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნა და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თავს ოპოზიციად თვლის, ასეთი 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ. ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას რაღაც სამუშაო ფორმატი და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რა მდგომარეობაშიც ის დღეს იმყოფება. ვითომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა სავალალოა. ზღვარზეა მისული, რამდენჯერ დაკარგა გონება. რას ველოდებით? ადამიანი ნელი სიკვდილით გარდაიცვალოს?

სამწუხაროდ, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ როგორც პირველი პრეზიდენტის დროს შერჩათ მთელ რიგ ადამიანებს პირველი პრეზიდენტის დამხობა, ჰგონიათ, საქართველო ისე გაარძელებს კურსს და არავინ დაისჯება ამის გამო. არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია, რომელსაც უტყვიოდ ატარებენ, ვინმეს შერჩება. სამართალი ურმით დადის. მთავარი ახლა ადამიანის გადარჩენაა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც მიხეილ სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაში მონაწილეობდა. პირობას ვდებ, ვიდრე თავისუფალი საქართველო იქნება, არცერთი პრეზიდენტის მკვლელობა გაუხსნელი არ დარჩება. მით უმეტეს, სააკაშვილი ცოცხალია და ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები