ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ახალ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დეკლარაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველია.

ხელმოწერის კომენტირებისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში.

"ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე... პრეზიდენტ პუტინს სურდა სამ დღეში უკრაინის ხელში ჩაგდება და ჩვენი გაყოფა. ვერცერთი ვერ მოახერხა", - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატოს შორის პარტნიორობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა "კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, როგორც კი ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდებიან“.

"მათი შესვლით ნატო დაიცავს ევროკავშირის მოქალაქეების 96%-ს და უფრო მეტი ტერიტორიის ნაწილს, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა მან.

ევროკავშირი და ნატო აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროში. ევროკავშირსა და ნატოს შორის ოფიციალური ურთიერთობების დასაწყისად 2003 წელი ითვლება, როდესაც ორგანიზაციებს შორის ხელშეკრულებების ყოვლისმომცველი პაკეტი გაფორმდა.

ამჟამად ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 21 ნატოს წევრია. ნატოს კიდევ ოთხი წევრი ელოდება ევროკავშირში გაწევრიანებას (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი 1999 წლიდან), ალიანსის კიდევ ორმა წევრმა ისლანდიამ და ნორვეგიამ, გადაწყვიტეს ევროკავშირის გარეთ დარჩნენ, თუმცა მონაწილეობენ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

2016 და 2018 წლებში ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციები გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები